31 ივლისი 2021,   22:13
ვრცლად
აშშ-ის საელჩო საქართველოში მოსამართლეთა დანიშვნის საკითხს განცხადებით ეხმაურება

ამერიკის შეერთებული შტატები საელჩო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესს განცხადებით ეხმაურება.

საელჩო ოფიციალური Twitter-ის გვერდზე განცხადებას ავრცელებს, სადაც შარლ მიშელის დოკუმენტის იმ ნაწილს აქვეყნებს, სადაც მონიშნულია სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებული პუნქტები.  

განცხადებაში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მოუწოდებს ოპოზიციას და ხელისუფლებას, სრულად შეასრულონ 19 აპრილის შეთანხმება. 

"19 აპრილს "ქართული  ოცნება“ და ოპოზიციური პარტიები შეთანხმდნენ, რომ "მიმდინარე დანიშვნები შეჩერდება“ და აიღეს ვალდებულება ინკლუზიური სასამართლო რეფორმების ჩატარებისა და უზენაეს სასამართლოში კანდიდატების წარდგენის შესახებ ახალი კანონმდებლობის თაობაზე," - წერს აშშ-ის საელჩო. 

დღის ამბები