31 ივლისი 2021,   22:34
ვრცლად
ზელენსკი დავპატიჟე საქართველოში 18 ივლისს, ამ შეხვედრისთვის მზადება უკვე დაწყებულია - სალომე ზურაბიშვილი 

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინფორმაციით, ვოლოდიმერ ზელენსკი საქართველოს ეწვევა. მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი 18 ივლისაა დაგეგმილი და ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია. 

ვოლოდიმერ ზელენსკი საქართველოში სალომე ზურაბიშვილმა დაპატიჟა.

"მე დავპატიჟე 18 ივლისს. უკვე მზადება არის ამ შეხვედრის და ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი იმ კუთხით, რომ ჩვენ დავიწყებთ მუშაობას ძალიან კონკრეტულ საკითხებზე, თუ ეს ასოცირებული ქვეყნები რა მხრივ შეიძლება წინ წაიწიონ ევროპასთან ინტეგრაციისკენ, სექტორალური ინტეგრაცია, ინფრასტრუქტურული პროექტები, შავ ზღვაზე რა შეიძლება რომ გაკეთდეს, შავი ზღვის უსაფრთხოება, რომელიც ნატოსთან არის ასევე დაკავშირებული.

ჩემი მთავარი გზავნილი იყო, რომ ყველა ამ საკითხზე ვმუშაობთ ჩვენს ევროკავშირის პარტნიორებთან, რომლის ინტერესი მზარდია ჩვენი რეგიონის მიმართ და ნატოს პარტნიორებთან,“ - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი უკრაინას სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად ეწვია, რომლის შემადგენლობაშიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები შედიან.

 

დღის ამბები