24 ივლისი 2021,   14:59
ვრცლად
შევხვდებით კელი დეგნანს, რომ ავუხსნათ არგუმენტები, უბრალოდ ახირებას ემსგავსება სასამართლოს ჩამოკეტვის მცდელობა - ალუდა ღუდუშაური

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი, ალუდა ღუდუშაური უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკას ეხმაურება.

ალუდა ღუდუშაური მიმდინარე პროცესებს განმარტავს და ამბობს, რომ 19 აპრილის შეთანხმებაში წერია, რომ მართლმსაჯულების რეფორმა 2022 წელს უნდა დასრულდეს, შესაბამისად, მისი თქმით, წელიწად-ნახევარი პროცესი ვერ შეჩერდება და სასამართლო გაჩერებულ მდგომარეობაში ვერ იქნება.

"ჩვენ რა თქმა უნდა, გვექნება აქტიური კომუნიკაცია ჩვენი პარტნიორი ქვეყნის ელჩთან, ქალბატონ დეგნანთან და ჩვენ შევეცდებით, რომ ავუხსნათ ის არგუმენტები, რომელიც არის მაგიდაზე დადებული და საპირწონედ, ვერც ერთი ოპონენტებისგან, გნებავთ დაინტერესებული სუბიექტური მხარისგან ვერ მივიღეთ, გარდა იმისა, რომ უბრალოდ ახირებას ემსგავსება ცალკეული პოლიტიკოსების მხრიდან, რომ სასამართლოში პროცესები უნდა გაჩერდეს და სასამართლოში პრაქტიკულად წელიწად-ნახევრის განმავლობაში მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს და უნდა იყოს სასამართლო ჩამოკეტილ მდგომარეობაში, რაც ბუნებრივია, არ და ვერ იქნება," - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.  

დღის ამბები