31 ივლისი 2021,   22:25
ვრცლად
მოხარულები ვართ, რომ შესაძლებლობა გვაქვს საქართველოს გადმოვცეთ ვაქცინები - კელი დეგნანი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, აშშ საქართველოს ვაქცინებს გადასცემს.

დეგნანის თქმით,​ აშშ აპირებს დაახლოებით 80 000 000 ვაქცინის დოზა მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყნებს გაუზიაროს.

"ძალიან მოხარულები ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა საქართველოს გადმოვცეთ ვაქცინები. საქართველოს მთავრობამ ინტენსიურად იმუშავა ვაქცინების კუთხით, თუმცა მოგეხსენებათ, ზოგადად, მსოფლიოს მასშტაბისაა ეს პრობლემა.

მოგეხსენებათ, ეს საკმაოდ დიდი რაოდენობის ვაქცინაა, რასაც აშშ აპირებს სხვადასხვა ქვეყანას გაუზიაროს, დაახლოებით 80 000 000 დოზაზეა საუბარი. შესაბამისად, ჯერ დეტალები დაზუსტების პროცესშია. გეტყვით იმას, რომ მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს ჯანდაცვის სამინისტროსთან და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან. ჩვენი დიდი სურვილია, რაც შეიძლება მეტი ქართველი აიცრას, რადგან ესაა ერთადერთი გზა პანდემიის დასამარცხებლად," - განაცხადა კელი დეგნანმა.

დღის ამბები