04 აგვისტო 2021,   20:07
ვრცლად
ნეკა დოროყაშვილის ძმა პოლიციაში დაიბარეს

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, მოდელ ნეკა დოროყაშვილის ძმა პოლიციაში დაიბარეს. 

"რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, თორნიკე დოროყაშვილის გამოკითხვა განყოფილებაში ამ წუთებში მიმდინარეობს.

პოლიციას ნიკოლოზ ბასილაშვილის მხარემ მიმართა. საქმე ეხება ერთ-ერთ სოციალურ ქსელში ატვირთულ ვიდეოს, სადაც ნიკოლოზ ბასილაშვილის და ნეკა დოროყაშვილის მცირეწლოვანი შვილი ჩანს. ბასილაშვილის მხარემ მიიჩნია, რომ ვიდეო ბავშვზე ფსიქოლოგიური ძალადობის ნიშნებს შეიცავს.

დღის ამბები