04 აგვისტო 2021,   19:02
ვრცლად
"კურიერის" ექსკლუზივი ვაშინგტონიდან - იყო თუ არა გიორგი გახარიასა და მიხეილ სააკაშვილის ერთ სასტუმროში განთავსება დამთხვევა

"კურიერის" ექსკლუზივი ვაშინგტონიდან - ოპოზიციაში გადასული ყოფილი პრემიერი, "რუსთავი 2-სთვის" მიცემულ ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას კატეგორიულად უარყოფს, თუმცა ადასტურებს, რომ ისიც და ყოფილი პრეზიდენტიც ერთ სასტუმროში იმყოფებოდნენ.

ჯერ კიდევ გუშინ გახარიას თანაგუნდელები ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფდნენ. ვაშინგტონში გამართულ შეხვედრებზე დეტალურ საუბარს გიორგი გახარია თბილისში დაბრუნების შემდეგ აპირებს და ყოფილ თანაგუნდელებს მასთან პოლიტიკური ბრძოლისთვის აკრიტიკებს.

გიორგი გახარიას და მიხეილ სააკაშვილის ერთსა და იმავე სასტუმროში ყოფნას, "ნაციონალური მოძრაობა" მექანიკურ დამთხვევას უწოდებს, "ქართულ ოცნებაში" კი ამბობენ, რომ დამთხვევები პოლიტიკაში არ არსებობს.

დღის ამბები