04 აგვისტო 2021,   20:11
ვრცლად
"მატყუარა კაცების პარლამენტი" - ქალმა დეპუტატებმა საარჩევნო კოდექსის განხილვისას გენდერული კვოტირების ცვლილება გააპროტესტეს

საარჩევნო კოდექსის 7 საათიანი განხილვა და ქალი დეპუტატების პროტესტი - ხათუნა სამნიძემ და ანა წითლიძემ სხდომათა დარბაზში საარჩევნო სიაში გენდერული კვოტირების მუხლი გააპროტესტეს.

"მატყუარა კაცების პარლამენტი" - ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კოდექსის განხილვისას ამ შინაარსის პლაკატი გადმოფინეს, თუმცა პროტესტმა შედეგი არ გამოიღო.

პროტესტის მონაწილე დეპუტატებს, უმრავლესობამ ტრიბუნიდანაც და სხდომათა დარბაზის გარეთაც უპასუხა და აუხსნა, რომ ცვლილების შეტანით, თვითმმართველობებში ქალთა მეტი მონაწილეობა უზრუნველყოფილი იქნება. კანონპროექტის წარმოდგენისთვის გაუგებარი აღმოჩნდა, რატომ დაუჭირა კონკრეტულმა ფრაქციამ ცვლილებებს მხარი კომიტეტზე და რატომ გააპროტესტა ის სესიაზე.

თავად საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით, განხილვა მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა. ოპოზიციის კითხვები კი ძირითადად ცესკოს დაკომპლექტების, მოადგილის არჩევის წესსა და საარჩევნო უბანთან შეკრების რადიუსს ეხებოდა, ოპოზიციის კითხვებს დისკუსია მოჰყვა.

კოდექსის განხილვისას ცნობილი გახდა ისიც, რომ საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატებისთვის 40 პროცენტიანი ბარიერი დაწესდა.


დღის ამბები