31 ივლისი 2021,   23:05
ვრცლად
საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭი მეორე მოსმენით დღეს ეყრება

საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭი მეორე მოსმენით დღეს ეყრება. ცვლილებების ძირითადი ნაწილი მუხლობრივად უკვე განხილულია და როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, მათსა და ოპონენტებს შორის პოზიციები დაახლოებულია.

დეპუტატები იმედოვნებენ, რომ კანონპროექტს სრული მხარდაჭერა იქნება. მათივე თქმით, ერთ-ერთი საკითხი, რაზეც აზრთა სხვადასხვაობაა, გენდერული კვოტირებაა

"კარგია, რომ ყველა აცნობიერებს პასუხისმგებლობას, იყოს თანამონაწილე ამ ცვლილების, აქედან გამომდინარე, ვარ ოპტიმისტურად განწყობილი, რომ ყველა დაუჭერს მხარს.

კვოტირებას რაც შეეხება, მგონი ყველა თანხმდება, იმის გათვალისწინებით, რომ პარალელურად იზრდება პროპორციულად არჩეული წევრების რაოდენობა, ეს ავტომატურად უზრუნველყოფს, რომ სტანდარტი რჩება ზუსტად იგივე. ასე რომ, არაფერი არ იცვლება და უარესდება. ყველაფერი, რაც "ქართულმა ოცნებამ" დანერგა იმ რეფორმის დროს, როცა შემოიღო ქალთა კვოტირება, ზუსტად ის სტანდარტი რჩება იგივე,"-აცხადებს შალვა პაპუაშვილი. 

დღის ამბები