31 ივლისი 2021,   23:17
ვრცლად
დაუჭერენ, თუ არა მხარს საარჩევნო კანონპროექტს - ოპოზიციის წარმომადგენლების აზრი ორად იყოფა

დაუჭერენ, თუ არა მხარს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები საარჩევნო კანონპროექტს - ამ თემაზე ოპოზიციის წარმომადგენლების აზრი ორად იყოფა.

"ნაციონალური მოძრაობა" კანონპროექტის წინააღმდეგია, პარტიაში განმარტავენ, რომ კანონპროექტში ვენეციის კომისიის დასკვნა გათვალისწინებული არ არის.

"საარჩევნო კოდექსის შემოთავაზებული ვერსია არ გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენ მხარი დავუჭიროთ, იმიტომ რომ კომისიის წევრების დაბალანსებული წესი არაა შემოთავაზებული, დახურულია სამაგიდო სიები და ამომრჩეველთა სიების საკითხი. არც ოპოზიციის შენიშვნები, არც ვენეციის კომისიის შენიშვნები და რეკომენდაციები ამ პროექტი ასახული არაა," - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

განსხვავებული პოზიცია აქვთ პარტია "მოქალაქეებს". მათი თქმით, დოკუმენტში ყველა მნიშვნელოვანი ცვლილება გათვალისწინებულია.

დღის ამბები