24 ივლისი 2021,   08:49
ვრცლად
რამდენ ლარს შეადგენს 1 აშშ დოლარისა და ევროს ღირებულება - ეროვნული ვალუტის დღეს მოქმედი გაცვლითი კურსი

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 24 ივნისის ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1470 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც 24 ივნისის ჩათვლით მოქმედებდა, 3.1549 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0079 ლარი შეადგინა.

ლარის კურსმა ცვლილება განიცადა ევროსთან მიმართებაშიც, სებ-ის ინფორმაციით, 24 ივნისის ვაჭრობის შედეგად, 1 ევროს ღირებულება 3.7591 ლარი გახდა. კურსი რომელიც 23 ივნისის ჩათვლით მოქმედებდა, 3.7695 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0104 ლარი შეადგინა.

24 ივნისის ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში დღეიდან შევიდა.

დღის ამბები