25 სექტემბერი 2021,   15:56
ვრცლად
საქართველოს ავსტრიის, რუმინეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები ეწვივნენ

საქართველოს ავსტრიის, რუმინეთისა და ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრები ეწვივნენ - ვიზიტი ორდღიანია.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ევროკომისიის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის მანდატით, სამხრეთ კავკასიაში ტურნეს ფარგლებში ჩამოვიდნენ.

არსებული ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია, რომ სტუმრების შეხვედრა ირაკლი ღარიბაშვილთნ, ასევე შეხვედრა შედგება საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან.

"კურიერის" ინფორმაციით, მინისტრები საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებსაც მოინახულებენ. 

"ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ევროკომისიის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის მანდატით, სამხრეთ კავკასიაში ტურნეს ფარგლებში ჩამოვლენ.

ალექსანდერ შალენბერგი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი და ბოგდან აურესკუ შეხვედრებს გამართავენ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან. ვიზიტის ფარგლებში, მინისტრები ასევე ეწვევიან საოკუპაციო ხაზს. ვიზიტის დასასრულს კი,  გააკეთებენ განცხადებებს მედიისთვის და შეაჯამებენ სამხრეთ კავკასიის ტურნეს შედეგებს.

ავსტრიის, რუმინეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრების კავკასიაში ვიზიტის შესახებ გადაწვეტილება მიღებულ იქნა 27 მაისს ევროკავშირის წევრი ქვეყნების არაფორმალურ მინისტერიალზე, სადაც განიხილებოდა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში არსებული კონფლიქტების პრობლემატიკა.

საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ევროკომისიის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის მანდატით, საქართველოში ევროკავშირის სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტი კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება და რამდენად ჩართულია ევროკავშირი კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების პროცესში,"- ნათქვამია უწყების გამოქვეყნებულ განცხადებაში. 

დღის ამბები