25 სექტემბერი 2021,   09:23
ვრცლად
გურიის გუბერნატორი გიორგი სახოკია თანამდებობიდან გათავისუფლებულია

გურიის გუბერნატორი გიორგი სახოკია თანამდებობიდან გათავისუფლებულია.

გიორგი სახოკია გურიის გუბერნატორის პოზიციაზე გიორგი გახარიას პრემიერობის დროს დაინიშნა. გახდა თუ არა ყოფილ პრემიერთან ახლობლობა გიორგი სახოკიას თანამდებობიდან წასვლის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

აღნიშნული ინფორმაცია გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში დაადასტურეს.
- სახოკია სხვა სამსახურში გადადის, თუ სად, ამის შესახებ ორშაბათს გახდება ცნობილი, მას შემდეგ, რაც გიორგი სახოკია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება - განაცხადეს გურიის სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურში.

დღის ამბები