25 სექტემბერი 2021,   10:56
ვრცლად
150 გვერდიანი ანგარიში და 80-მდე კითხვა - 8 საათიანი გამოსვლის შემდეგ, ორშაბათს პრემიერი პარლამენტში კიდევ ერთხელ მივა

ორშაბათს პრემიერი პარლამენტში კიდევ ერთხელ მივა. ირაკლი ღარიბაშვილი მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად მოისმენს ჯერ ფრაქციების გამოსვლებს, შემდეგ კი შემაჯამებელი სიტყვა ექნება.

გუშინ კი პრემიერის მოსმენა 8 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, 150 გვერდიანი ანგარიშის წარდგენის შემდეგ იყო კითხვები, პასუხები და დაზუსტებები.

80-მდე კითხვას ირაკლი ღარიბაშვილი რამდენიმე საათის განმავლობაში პასუხობდა. პოლიტიკურმა ტემპერატურამ ყველაზე მეტად დარბაზში ოკუპაციაზე საუბრისას აიწია, როდესაც მოქმედმა ხელისუფლებამ ყოფილს პასუხად 2008 წლის მოვლენები შეახსენა.

ოპოზიციის კითხვების უმეტესობა ირაკლი ღარიბაშვილის პერსონალურ და პოლიტიკურ წარსულს ეხებოდა.

კოლეგების განცხადებებს დარბაზშივე გამოეხმაურნენ უმრავლესობის დეპუტატები, რომლებმაც ოპოზიციის შეკითხვები უშინაარსოდ შეაფასეს და პოპულისტური უწოდეს. თავად კი "ქართული ოცნება" შეეცადა მეტად კონკრეტული შეკითხვები დაესვა.

პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიშის მოსმენა რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურის გამო შეწყდა. 

დღის ამბები