08 დეკემბერი 2021,   06:58
ვრცლად
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატების ვინაობა ცნობილია

ამ წუთებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევად კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს. გასაუბრება 14:00 საათზე დაიწყო.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატების ვინაობა ცნობილია. იხილეთ სია:

თავმჯდომარეობის კანდიდატები არიან:

  • ვილი პაჭკორია, 
  • მაია გურამიშვილი
  • გიორგი კალანდარიშვილი
  • იმედა კლდიაშივილი,
  • გიორგი სანტურიანი
  • ილია ჭანტურია
  • ლილი ბეგიაშვილი
  • ბონდო გასვიანი

თავმჯდომარეობის მოადგილის კანდიდატურები:

  • ემზარ კაკულია
  • გია ცაცაშვილი
  • კონსტანტინე ჩიტანავა
  • თამაზ თაყაძე
  • ანა მიქელაძე
  • მარი კაპანაძე
  • არჩილ მდივნიშვილი​

წევრობის კანდიდატების დანარჩენ ნაწილთან გასაუბრება ხვალ გაგრძელდება. ამასთან, გასაუბრება ხვალ დასრულდება და შერჩეული კანდიდატები პრეზიდენტს წარედგინება.

პრეზიდენტი არაუგვიანეს 3 დღეში მიიღებს გადაწყვეტილებას, წარუდგინოს შერჩეული კანდიდატები საქართველოს პარლამენტს. თითო ვაკანტურ თანამდებობაზე პრეზიდენტი ორ კანდიდატს წარადგენს. საბოლოო გადაწყვეტილებას კი, პარლამენტი მიიღებს.

სალომე ზურაბიშვილმა ცესკოს თავმჯდომარეობისა და ცესკოს წევრობის კანდიდატთა შესარჩევი ღია კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ განკარგულება 1-ელ ივლისს გამოსცა.

თამარ ჟვანიამ ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობა პირველ ივლისს დატოვა.

დღის ამბები