27 ნოემბერი 2021,   09:01
ვრცლად
პარლამენტში დღეს ოპოზიციონერი დეპუტატების უფლებამოსილების შესაძლო შეწყვეტის შესახებ იმსჯელებენ

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს კანონმდებლები ოპოზიციონერი დეპუტატების უფლებამოსილების შესაძლო შეწყვეტის შესახებ იმსჯელებენ.

საუბარია იმ დეპუტატებზე, რომელებიც პარლამენტში გამართულ სხდომებს არასაპატიო მიზეზების გამო არ ესწრებოდნენ.

"რეგლამენტის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საპროცედური საკითხთა კომიტეტი იხილავს პარლამენტის იმ წევრთა საკითხს, რომელმაც სხდომების ნახევარზე მეტი არასაპატიო მიზეზით გააცდინა. გვექნება მსჯელობ, არასაპატიო მიზეზით რამდენმა პარლამენტარმა გააცდინა და ამის შემდეგ, შესაბამის სამართლებრივ დასკვნას მივიღებთ კომიტეტზე, რომელიც ბიუროს გადაეგზავნება განსახილველად,"- აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილი.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს ხელისუფლების მორიგი თამაშია.

"ჩვენ ყველას გვქონდა უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადება დაწერილი პარლამენტში, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" არ დააკმაყოფილა და დასავლეთს უთხრა, რომ ჩვენ ვიყავით ბოიკოტის რეჟიმში. ახლა განიხილება საკითხი, რომ ჩვენ ვიყავით "შატალოზე" და არა ბოიკოტის რეჟიმში," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" წევრი, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თეონა აქუბარდია.

დღის ამბები