27 ნოემბერი 2021,   10:23
ვრცლად
ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატების ვინაობა ცნობილია

ცესკოს თავმჯდომარეობისა და კომისიის წევრობის კანდიდატების სია სალომე ზურაბიშვილს უკვე გადაეგზავნა.

სპეციალურმა კომისიამ რამდენიმესაათიანი განხილვის შემდეგ თავმჯდომარეობის 2 კანდიდატი - გიორგი კალანდარიშვილი და გიორგი სანტურიანი, ხოლო წევრობის 5 კანდიდატი - ანა მიქელაძე, გია ცაცაშვილი, ლელა ტალიური, მაია ზარიძე და თამარ სართანია შეარჩია.

პრეზიდენტს განხილვისთვის 3 დღე აქვს, რის შემდეგაც კანდიდატთა საბოლოო ვერსიას საკანონმდებლო ორგანოს წარუდგენს.

თუ ახალ თავმჯდომარეს დეპუტატების 100 ხმა არ ექნება, სამი მცდელობის შემდეგ ის უბრალო უმრავლესობით მხოლოდ 6 თვით დაინიშნება.

 

დღის ამბები