29 მაისი 2022,   09:55
ვრცლად
ჰაიტის პრეზიდენტი 28 კაცისგან შემდგარმა უცხოურმა დაჯგუფებამ მოკლა - განცხადებას ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს

ჰაიტის პრეზიდენტი 28 კაცისგან შემდგარმა უცხოურმა დაჯგუფებამ მოკლა - განცხადებას ჰაიტის პოლიცია ავრცელებს. მათ ინფორმაციით, დაკავებულია კოლუმბიის 15 და შეერთებული შტატების 2 მოქალაქე. 3 პირი კი კოლუმბიელი პოლიციის მიერ ჩატარებული ოპერაციის დროს მოკლეს, 8 ეჭვმიტანლის ძებნა ამ დრომდე გრძელდება.

ჰაიტის პრეზიდენტი უცნობმა პირებმა 2 დღის წინ ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს ქვეყნის დედაქალაქში. პრეზიდენტი ადგილზე გარდაიცვალა.

დღის ამბები