27 ნოემბერი 2021,   09:44
ვრცლად
აუცილებლად უნდა ვიფიქროთ ფოთის აეროპორტზე - გიორგი გახარიამ პარტია "საქართველოსთვის" ოფისი ფოთში გახსნა

პარტიამ "საქართველოსთვის" რეგიონული ოფისი გახსნა ფოთში. ღონისძიებას გიორგი გახარია და პარტიის სხვა ლიდერები ესწრებოდნენ. ყოფილი პრემიერი ადგილობრვებსაც შეხვდა და იმ გამოწვევების შესხებ ისაუბრა რომელიც რეგიონშია. 

"ფოთი ქართული ეკონომიკის ძალიან დიდი ნაწილია, თუმცა ქალაქში ბევრი რამ არ რჩება და ეს არის გამოსასწორებელი.ეს ყველაფერი ერთად უნდა გავაკეთოთ. ფოთს განვითარება რა თქმა უნდა პირდაპირ უნდა იყოს დაკავშირებული პორტთან. მოგეხსენებათ, რომ პორტი ახლა ფართოვდება. ამ  გაფართოების შეთანხმების  როგორღაც მიღწევას ბევრი შრომა დასჭირდა  - იმედი მაქვს რომ ეს პროექტი ბოლომდე მივა, იმიტომ, რომ ფოთი უნდა განვითარდეს როგორც საზღვაო-სატრანსპორტო-საჰაერო ლოგისტიკური ცენტრი.

აუცილებლად უნდა ვიფიქროთ ფოთის აეროპორტზე სატვირთო ნაწილში, რადგან  ტვირთები ფოთისთვის არის უაღრესად მნიშვნელოვანი და საერთოდ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ჩვენი რეგიონალური მართვა ცოტა შეიცვალოს, ცოტა უფრო დეცენტრალიზაციისკენ წავიდეს და ადგილზე წყდებოდეს ბევრი რამ.“ - განაცხადა გახარიამ

დღის ამბები