27 ნოემბერი 2021,   09:39
ვრცლად
"თქვენ ფიქრობთ, რომ შარლ მიშელს თქვენი ჯინი სჭირს?!" - ლევან იოსელიანი მოსამართლეობის კანდიდატს

პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი გრძელდება. დეპუტატები ლაშა ქოჩიაშვილს უსმენენ - კიდევ ერთი კანდიდატი, რომელმაც კანონმდებლების შეკითხვებს უპასუხა ბიძინა სტურუაა.

კომიტეტის სხდომაზე ამ წუთებში ტექნიკური ხასიათის შესვენებაა გამოცხადებული.

პოლიტიკურმა ჯგუფებმა ლაშა ქოჩიაშვილისთვის შეკითხვების დასმა უკვე დაასრულეს.

ოპოზიცია პროცესს უნდობლობას უცხადებს და შარლ მიშელის დოკუმენტის დარღვევაზე საუბრობს.

"თქვენ ფიქრობთ, რომ შარლ მიშელს თქვენი ჯინი სჭირს?" - ამ კითხვით ლაშა ქოჩიაშვილს "მოქალაქეების" წევრმა ლევან იოსელიანმა მას შემდეგ მიმართა, რაც მოსამართლეობის კანდიდატმა გამოთქვა ეჭვი, რომ პარლამენტში პროცესები ისე ვითარდება, შესაძლოა კონკრეტულად მისი დანიშვნა არ სურდეთ. 

მმართველ გუნდში კი განმარტავენ რომ მოსამართლეთა დანიშვნას სწორედ 19 აპრილის დოკუმენტი ითვალისწინებს.

დღის ამბები