02 დეკემბერი 2021,   13:18
ვრცლად
11 მსურველიდან 2 შერჩეული, რომლებსაც NGO-ების მხარდაჭერა არ აქვთ - მოხდება თუ არა ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებზე შეთანხმება

ცესკოს მოქმედი თანამშრომლები თავმჯდომარეობის კანდიდატებად, ვაკანტურ პოსტზე ასარჩევად სპეციალურმა კომისიამ, 11 მსურველიდან არჩევანი გიორგი კალანდრიშვილსა და გიორგი სანტურიანზე შეაჩერა.

ეს გადაწყვეტილება კომისიის აკადემიურმა ნაწილმა მიიღო, არასამთავრობო სექტორმა კი მხარი არ დაუჭირა, მათთვის ცესკოს მოქმედი თანამშრომლების წარდგენა მიუღებელი აღმოჩნდა. შერჩეული კანდიდატები არ არის სასურველი ოპოზიციისთვისაც.

უფრო მეტიც, ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი ღიად ამბობს, რომ სანტურიანს და კალანდრიშვილს მხარს არ დაუჭერს. ოპოზიციის ხმების გარეშე "ქართულ ოცნებას" საკუთარი რესურსით ცესკოს თავმჯდომარის არჩევა შეუძლია რამდენიმე მცდელობის შემდეგ და ისიც მხოლოდ 6 თვით. 5 წლით ასარჩევად კი 100 დეპუტატის ხმა არის საჭირო.

გაიზიარებს თუ არა ყველა ცესკოს თავმჯდომარის არჩევის პასუხისმგებლობას, ეს ოფიციალურად მას შემდეგ გაირკვევა, როდესაც პრეზიდენტი კომისიის მიერ არჩეულ კანდიდატებს პარლამენტს წარუდგენს.

კანონმდებლობა სალომე ზურაბიშვილს კონკურსის თავიდან გამოცხადების შესაძლებლობასაც აძლევს.

დღის ამბები