30 ნოემბერი 2021,   09:52
ვრცლად
ანა ნაცვლიშვილის ფრაქცია, ჩემთვის, ტოლობის ნიშანია პირდაპირ "ნაციონალურ მოძრაობასთან" - გიორგი ამილახვარი

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ამილახვარი "ღამის კურიერის" ეთერში იმ ოპოზიციურ გაერთიანებებს აკრიტიკებს, რომლებიც მოსამართლეების შერჩევის პროცესში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ. მისივე განცხადებით, ამით აღნიშნული პარტიები შარლ მიშელის დოკუმენტში არსებულ პუნქტებს არღვევენ.

გიორგი ამილახვარი ამბობს, რომ მისთვის, ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი" გაიგივებულია "ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან".

"აი ამ ნაწილმა, რომელიც ახლა თქვენთან სტუდიაში იყვნენ, ერთის მხრივ ხელი მოაწერეს შარლ მიშელის დოკუმენტს, სხვათა შორის არა მხოლოდ სასამართლო რეფორმის ნაწილში, არც საარჩევნო რეფორმის ნაწილში დაუჭირეს მათ მხარი და ამით უკვე მრავალი საკითხია ნათქვამი, რომ ისინი ერთის მხრივ ხელს აწერენ ამ დოკუმენტს, მაგრამ მეორეს მხრივ პასუხისმგებლობას არ იღებენ ამ პუნქტების განხორციელებაში და სხვათა შორის ქალბატონი ანა ნაცვლიშვილის ფრაქცია, ჩემთვის, ტოლობის ნიშანია პირდაპირ "ნაციონალურ მოძრაობასთან"," - აცხადებს გიორგი ამილახვარი.

დღის ამბები