25 მაისი 2022,   10:56
ვრცლად
რუსმა ბლოგერმა მეგობარ გოგოს ინტერნეტლაივისას სცემა - მან გოგონას თავი რამდენჯერმე მაგიდაზე დაარტყმევინა

რუსმა ბლოგერმა ანდრეი ბურინმა მეგობარ გოგოს ინტერნეტლაივისას სცემა. შემთხვევა მოსკოვში მოხდა.

როგორც ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები წერენ, ბურინმა ლაივი წვეულების დროს ჩართო, სადაც სტუმრებს შორის იმყოფებოდა მისი მეგობარი ალიონა ეფრემოვა. დაპირისპირება ვლოგერსა და ეფრემოვას შორის სწორედ ლაივის დროს მოხდა - ბურინმა გოგონას თავი რამდენჯერმე მაგიდაზე დაარტყმევინა. ეფრემოვამ პოლიციას მიმართა, მომხდარზე საქმე აღიძრა.

როგორც დღეს გახდა ცნობილი, ბლოგერს 6-თვიანი გამოსასწორებელი სამუშაო მიესაჯა, მას, ასევე, ხელფასის 10 პროცენტს დაუკავებენ. ბურინმა დაზარალებულს 72 ათასი რუსული რუბლი უნდა გადაუხადოს.

დღის ამბები