29 მაისი 2022,   10:18
ვრცლად
ოკუპანტი რუსეთი მოძალადე ჯგუფების გააქტიურების შემდეგ საქართველოში ეთნიკური ჯგუფების ამბოხს გეგმავს - რა გამოხმაურება მოჰყვა კრემლის მორიგ პროვოკაციას თბილისში

ოკუპანტი რუსეთი მოძალადე ჯგუფების გააქტიურების შემდეგ საქართველოში ეთნიკური ჯგუფების ამბოხს გეგმავს. რუსეთის საგარეო უწყების სპეციალურ ანგარიშში საუბარია იმაზე, რომ საქართველოში ეთნიკურ ჯგუფებს საკუთარ ენას უზღუდავენ და არ აძლევენ ფართო ავტონომიების მიღების შესაძლებლობას.

სერგეი ლავროვის უწყებაში დაწერილი ანგარიში, რომ პირდაპირ არის მიმართული საქართველოში დესტაბილიზაციისთვის, კარგად ესმით როგორც ხელისუფლებაში ასევე ოპოზიციაში.

საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური კუთვნილების მოსახლეობის უფლებების დაცვის მოტივით გამოდის ქვეყანა, რომელმაც მხოლოდ ჩეჩნეთში სხვადასხვა მონაცემებით, 100 ათასზე მეტი ეთნიკური ჩეჩენი მოკლა, მათ შორის რამდენიმე ათასი ბავშვი. ეს არის ქვეყანა, სადაც სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის, რელიგიური თუ სექსუალური შეხედულების ადამიანები ამ დრომდე უგზოუკვლოდ იკარგებიან და ქრებიან. 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით ანგარიში 8 ივლისს გამოაქვეყნა. ოკუპანტების დოკუმენტი საქართველოში, უკრაინისა და ბალტიისპირა ქვეყნებში ეთნიკური შუღლის მიზანმიმართულ კომპონენტებს შეიცავს.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში და საოკუპაციო ხაზთან მშვიდობიან მოქალაქეებს კი კვლავ იტაცებენ, კლავენ და აწამებენ.

დღის ამბები