29 მაისი 2022,   10:05
ვრცლად
კერამიკის ფილებში დამალული ნარკოტიკი - კოსტა-რიკაში 4 ტონა კოკაინი ამოიღეს

კოსტა-რიკაში 4 ტონაზე მეტი ოდენობის კოკაინი ამოიღეს. ნარკოტიკული საშუალება სამართალდამცველებმა კოლუმბიიდან შესულ კომერციულ გემზე, კერამიკის ფილებით დატვირთულ კონტეინერში ნახეს.

ეს შემთხვევა მიმდინარე წელს კოსტა-რიკაში ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ჩატარებული ყველაზე მასშტაბური ოპერაციაა.

დღის ამბები