29 მაისი 2022,   09:02
ვრცლად
აშშ, დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი ჩინეთს კიბერთავდასხმაში ადანაშაულებენ

შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი ჩინეთს კიბერთავდასხმაში ადანაშაულებენ. "მაიკროსოფტის" სერვერებზე განხორციელებული კიბერდანაშაული წლის დასაწყისში დაფიქსირდა და მსოფლიოს მასშტაბით 30 000-ზე მეტ ორგანიზაციაზე იქონია გავლენა.

ამერიკულმა მხარემ შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებში კომპანიებზე, უნივერსიტეტბსა და სამთავრობო უწყებებზე კიბერთავდასხმის ბრალდებით საქმე აღძრა ჩინეთის ოთხი მოქალაქის მიმართ.

კიბერშპიონაჟი დაგმეს NATO-ში, ავსტრალიაში, იაპონიაში, კანადასა და ახალ ზელანდიაში. ჩინეთში ბრალდებებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ თავადაც კიბერდანაშაულის მსხვერპლი არიან. ჯო ბაიდენი კი აცხადებს, რომ კიბერთავდასხმაში მონაწილეებს ჩინეთის ხელისუფლება იცავს.

დღის ამბები