04 აგვისტო 2021,   20:24
ვრცლად
საგანგაშო ეპიდვითარება და ვაქცინაციის ნელი ტემპი - რამ გამოიწვია ეპიდვითარების უკიდურესად გამწვავება

კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით გაუარესებული ეპიდვითარების გამო ჯანდაცვის სამინისტრომ სრული მობილიზაცია გამოაცხადა. კლინიკები და კოვიდსასტუმროები მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადაიყვანეს, ის საავადმყოფოები კი, რომლებიც სხვა პაციენტებსაც იღებდნენ, კვლავ კოვიდპუნქტებად გადაკეთდნენ.

პაციენტები კლინიკებსა და სასტუმროებში მოსახვედრად რიგში დგანან, ინფიცირებულთა ნაწილს ლოდინი კლინიკაში მოხვედრამდე სასწრაფო დახმარების მანქანებში ან საავადმყოფოების ეზოებში უწევთ.

ჯანდაცვის სპეციალისტები მოსახლეობას აცრას და რეგულაციების დაცვას სთხოვენ, მათ შორის, კოვიდგადატანილ მოქალაქეებსაც - მათ ვაქცინაცია გამოჯანმრთელებიდან ერთ თვეში შეეძლებათ.

ექიმები "კურიერთან" ინტერვიუში გარკვეული რეგულაციების დაწესების აუცილებლობაზე საუბრობენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამბობენ, რომ ვირუსის შეკავება შეუძლებელი იქნება და პაციენტების ნაკადს ვეღარ გაუმკლავდებიან. 

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა შრი ლანკას წამყვანი უნივერსიტეტის კვლევა, რომლის თანახმად, ჩინური ვაქცინა "სინოფარმიკორონავირუსის ე.წ. ინდურ შტამთან მიმართებით ეფექტურია. 

ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპი ჯერ კიდევ დაბალია - ბოლო 24 საათში 6700-მდე პირი აიცრა. ეს ციფრი არსებულ ეპიდემიოლოგიურ რისკებს ვერ პასუხობს, თუმცა, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელების ვიზიტმა რეგიონებში შედეგი უკვე გამოიღო და იმუნიზაციის პროცესი შედარებით გააქტიურდა.
                 

დღის ამბები