04 აგვისტო 2021,   19:38
ვრცლად
საქართველოში Pfizer-ით 16 წლის ასაკიდან აცრიან - რა წერია მინისტრის ახალ ბრძანებაში 

საქართველოში "ფაიზერით" ვაქცინაცია 16 წლიდან იქნება შესაძლებელი - შესაბამისი ცვლილება COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვისა და იმუნიზაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 3 თებერვლის №01-11/ნ ბრძანებაში შევიდა.

" COVID-19-ის საწინააღმდეგო mRNA ვაქცინა Comirnaty კონცენტრატი საინექციო დისპერსიისთვის:

პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

აცრა ტარდება 16 წლის და ზედა ასაკის პირებში, აცრების კურსი შედგება 2 ინექციისაგან, აცრებს შორის ინტერვალი შეადგენს, სულ მცირე, 21 დღეს; ვაქცინაციის კურსის დასრულების მიზნით, მეორე დოზა უნდა გაკეთდეს იმავე ვაქცინით 21 დღის შემდეგ", - ნათქვამია ბრძანებაში.

დღის ამბები