04 აგვისტო 2021,   20:49
ვრცლად
5 ივლისის მოვლენები - "რუსთავი 2-ის" ოპერატორზე მომხდარ თავდასხმაში ბრალდებულ 66 წლის მამაკაცს აღკვეთის ღონისძიებას დღეს შეუფარდებენ

"რუსთავი 2-ის" ოპერატორზე, ბექა ათაბეგაშვილზე 5 ივლისს მომხდარ თავდასხმაში ბრალდებულ პირს სასამართლომ დღეს აღკვეთის ღონისძიება უნდა შეუფარდოს. პროკურატურა პატიმრობას მოითხოვს. მოძალადე 66 წლის უშანგი დათუნაშვილია. ის რუსთაველის გამზირზე რკინის კეტით გადაადგილდებოდა და არ არის გამორიცხული, ძალადობის სხვა ეპიზოდებშიც ფიგურირებდეს.

უშანგი დათუნაშვილს ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობაში ედება ბრალი. 

5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით სულ 27 პირია დაკავებული, თუმცა მათ შორის არ არის
ძალადობრივი აქციის არც ერთი ორგანიზატორი.

დღის ამბები