17 სექტემბერი 2021,   22:19
ვრცლად
"ინტუბაციამდე ახალგაზრდები ვაქცინას მთხოვენ, მაგრამ უკვე დაგვიანებულია" - რა მიზეზე წერს ამერიკელი ექიმი გაზრდილი სიკვდილიანობის შესახებ

ამერიკელი ექიმი, მედიცინის დოქტორი ბრიტნი კობია, რომელიც ალაბამას შტატში კოვიდინფიცირებულ ადამიანებს მკურნალობს, Facebook-ზე მის კლინიკაში არსებული ვითარებისა და პაციენტების მძიმე მდგომარეობის შესახებ წერს. 

ექიმი აღნიშნავს, რომ ბოლო ხანებში მას უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდა პაციენტთან უწევს შეხება, რომელთა უმეტესობა კოვიდის ვერ უმკლავდება და კვდება. 

მედიცინის დოქტორი თვლის, რომ პრობლემა მოქალაქეთა აზროვნებაშია, ვინაიდან მისი თქმით ინფიცირებულთა დიდ ნაწილს ჰგონია, რომ გარკვეული სისხლის ჯგუფისა და კანის ფერის გამო მათ კორონა არ შეხვდებათ.

"საავადმყოფოში გადმოჰყავთ ახალგაზრდა და ჯანმრთელი პაციენტები, დაავადების სერიოზული სიმძიმით. ინტუბაციამდე ისინი ვაქცინას მთხოვენ, მაგრამ მე მათ ხელს ვუჭერ და ვეუბნები, რომ ეს უკვე დაგვიანებულია.

რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც გარდაცვალების დროს ვაფიქსირებ, ვეხუტები მათ ოჯახის წევრებს და ვეუბნები, რომ გარდაცვლილებისთვის პატივის მიგების საუკეთესო გზა ვაქცინაციაა. ოჯახის წევრები კი მეუბნებიან, რომ ეს ყველაფერი ტყუილი ეგონათ და ფიქრობდნენ, რომ ამას პოლიტიკასთნ ჰქონდა კავშირი.

ისინი იცრებიან, მე კი ვბრუნდები ჩემს კაბინეტში და ვლოცულობ, მეტი სიცოცხლის გადასარჩენად. ჯერ კიდევ არ არის გვიანი, მაგრამ ერთ დღეს შეიძლება იყოს," - წერს ბრიტნი კობია.

ავტორი: ბაჩი ტყემალაძე

დღის ამბები