17 სექტემბერი 2021,   23:54
ვრცლად
საქართველოს ოლიმპიური ნაკრები ტოკიოშია - სპორტის რომელ სახეობებში იასპარეზებს ოლიმპიური ნაკრების 34 სპორტსმენი

დღეიდან 8 აგვისტომდე იაპონიის დედაქალაქი ზაფხულის რიგით 32-ე ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს.

ოლიმპიადა, რომელიც გასულ წელს უნდა გამართულიყო და  COVID-19-ის გამო გადაიდო, დღეს ოფიციალურად გაიხსნა.

გახსნის ცერემონია ტოკიოს ოლიმპიურ სტადიონზე მაყურებლის გარეშე ჩატარდა, ღონისძიებას ათასი ოფიციალური პირი და ჟურნალისტი დაესწრო.

საქართველოს ოლიმპიური ნაკრები ტოკიოში 35-ის ნაცვლად 34 სპორტსმენით არის წარმოდგენილი, კურიერის ინფორმაციით ერთ-ერთ სპორტსმენს კორონავირუსი დაუდასტურდა და ის თბილისში დარჩა.

საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრები ასპარეზობაში ხვალიდან ჩაერთვებიან, 24 ივლისს ქართველი ოლიმპიელები სპორტის ხუთ სახეობაში - ძიუდო, კრივი, ცურვა, ჩოგბურთი და ფარიკაობა შეეცდებიან წარმატების მიღწევას.

დღის ამბები