19 სექტემბერი 2021,   00:17
ვრცლად
რუსთავის "აზოტის" თანამშრომლები დღეიდან წინასწარი რეგისტრაციის გარეშე აიცრებიან

დღეიდან რუსთავის "აზოტი" იმ საწარმოთა რიცხვშია, რომელთა თანამშრომლები კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აცრას ორგანიზებულად, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეძლებენ.

რუსთავში მდებარე საწარმოების თანამშრომელთა ვაქცინაცია კლინიკა "რუსთავში" მიმდინარეობს.

აღნიშნულ პროცესს ორგანიზებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინირებით უწევს.

ვაქცინაციის პირველ დღეს "აზოტის" 100-მდე თანამშრომელი აიცრა, დანარჩენები მომდევნო დღეების განმავლობაში, ეტაპობრივად აიცრებიან.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, საყოველთაო ვაქცინაცია უალტერნატივო წინაპირობაა იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ეკონომიკის ზრდის ის ტემპი, რომელიც ბოლო თვეებში ფიქსირდება.

დღის ამბები