17 სექტემბერი 2021,   22:49
ვრცლად
ვინ დაუჭერს მხარს ნიკა მელიასა და ელენე ხოშტარიას კანდიდატურას

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის მერობის კანდიდატი იქნება. ამის შესახებ განცხადება მან ელენე ხოშტარიასთან ერთად გააკეთა, რომელიც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის იბრძოლებს. 

"ნიკას, ელენა ხოშტარიას, გირჩი - მეტი თავისუფლების ერთიანი პლატფორმა და მე იმედი მაქვს კიდევ ერთი ოპოზიციური პარტია შეუერთდება ამ მოთხოვნას, განსაკუთრებით, მაჟორიტარულ ნაწილში კოორდინაციაში არის საუკეთესო თანხმობის მაგალითი.

კონსულტაციები მიმდინარეობდა აქამდეც და მიმდინარეობს ახლაც,"-განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ. 

კანდიდატებს მხარს უჭერს "ევროპული საქართველო".

"ნიკა მელია, როგორც თბილისის მერობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია, როგორც საკრებულოს თავჯდომარე, იქნებიან ჩვენი საერთო მხარდაჭერის მქონე. ამ ოპოზიციური შეთანხმების ფარგლებში "ევროპული საქართველოს" მთავარი პოლიტიკური ინტერესი, ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებასთან ერთად არის იმ შედეგების აღმოფხვრა, რაც ამ რეჟიმმა მოგვიტანა მთელი ამ წლების განმავლობაში, ესაა ჩვენს ხარჯზე ძალადობის მანქანის დაფინანსება, რესურსების ფლანგვა, კორუფცია და მავნებლური რეგულაციები,"- განაცხადა გუგა ბოკერიამ.

"გირჩი - მეტი თავისუფლება" თბილისში თვითმმართველობის არჩევნებზე კონკურენტად არ უდგება და მხარს უჭერს საერთო ოპოზიციურ კანდიდატს ნიკა მელიას – ამის შესახებ "გირჩი მეტი თავისუფლების" წევრმა, ცოტნე კობერიძემ განაცხადა.

"გირჩი მეტი თავისუფლება" ამ არჩევნებზე მიიღებს მხარდაჭერას ოთხ, სულ მცირე სამ სამაჟორიტარო ოლქში და გვესმის ის პასუხისმგებლობა, რაც ამას მოჰყვება. ასევე, გვესმის რამდენად რთულია, რომ "გირჩს" დაუთმონ ეს ოლქები. გარდა ამისა, "გირჩი" მიიღებს ვიცე-მერობის კანდიდატს. "გირჩი - მეტი თავისუფლება" დამოუკიდებლად გადის ამ არჩევნებზე. ჩვენ თითქმის ყველგან გვეყოლება საკუთარი პროპორციული სია, საკუთარი პოლიტიკოსები და საკუთარ როლს შევიტანთ, რომ ამ არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ არ მიიღოს 43%ზე მეტი,"- განაცხადა ცოტნე კობერიძემ.

დღის ამბები