21 სექტემბერი 2021,   17:42
ვრცლად
ქართული წარმოების ჯავშანტექნიკა და 15 ქვეყნის 2500-ზე მეტი ჯარისკაცი - სამხედრო სწავლება "მტკიცე სული 2021" დაიწყო 

ქართული წარმოების ჯავშანტექნიკა და 15 ქვეყნის 2500-ზე მეტი სამხედრო - საქართველოში სამხედრო სწავლება "მტკიცე სული 2021" დაიწყო. მეათე საიუბილეო წვრთნები ხუთ ლოკაციაზე გაიმართება და მისი მთავარი მიზანი საქართველოსა და პარტნიორი ქვეყნების ურთიერთთავსებადობის ამაღლებაა.

6 აგვისტოს ჩათვლით ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ჯარისკაცები სხვადასხვა ტიპის სამხედრო მოქმედებებს დაამუშავებენ. საერთაშორისო სწავლებაში პირველად ჩაერთვება ქართული არმიის მიერ შეიარაღებაში მიღებული ეროვნული წარმოების ჯავშანმანქანა "დიდგორი მეომარი".

მრავალეროვნული სამხედრო სწავლების დაგეგმვაში საქართველოსთან ერთად ჩართული იყო შეერთებული შტატებიც. პოლკოვნიკი კრის მარშალი ამბობს, რომ მტკიცე სულის წვრთნების მეშვეობით ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ქვედანაყოფებს შორის ტაქტიკურ დონეზე თანამშრომლობა კიდევ უფრო განვითარდება.

მრავალეროვნული სამხედრო სწავლება "მტკიცე სული 2021" ოფიციალურად დღეს გაიხსნა. წვრთნები 5 ლოკაციაზე გაიმართება და 6 აგვისტოს ორფოლოს პოლიგონზე საზეიმოდ დაიხურება. 

დღის ამბები