21 სექტემბერი 2021,   17:55
ვრცლად
თბილისში, დიდუბის სადგურთან, ბათუმიდან მომავალი მატარებელი მამაკაცს დაეჯახა

თბილისში, დიდუბის სადგურის მახლობლად, ბათუმიდან მომავალი მატარებელი მამაკაცს დაეჯახა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც მამაკაცი ლიანდაგზე გადადიოდა.

როგორც "საქართველოს რკინიგზაში" "რუსთავი 2"-თან საუბრისას აღნიშნეს, შემთხვევის შედეგად დაშავებულ მამაკაცს დახმარება ადგილზე გაუწიეს, რის შემდეგაც ის ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.

მატარებელი ამ დროისთვის შეფერხებულია და ის გზის გაგრძელებას ცოტა ხანში შეძლებს. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.  

დღის ამბები