21 სექტემბერი 2021,   18:41
ვრცლად
კორონავირუსის წინააღმდეგ ახალი ვაქცინის გამოცდას იწყებს რუსეთი - მისი შემქმნელია კომპანია BIOCAD 

კორონავირუსის წინააღმდეგ ახალი ვაქცინის გამოცდას იწყებს რუსეთი. ვაქცინის შემქმნელი, 2021 წელს დაფუძნებული ინოვაციური ბიოტექნიკის კომპანია BIOCAD-ია

რუსეთის სახელმწიფო ჯანდაცვის სისტემამ ახალი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის გამოსაცდელად თანხმობა უკვე გასცა. კვლევაში 360 პაციენტი მიიღებს მონაწილეობას, რომელიც წამლის თერაპიის სამედიცინო ცენტრის ბაზაზე და სანკტ-პეტერბურგის კლინიკურ ცენტრში ჩატარდება. 

ამასთან, კორონავირუსის საწინააღმდეგო ახალი ვაქცინის გამოცდას რუსეთში ხუთ წელს მოანდომებენ - 2026 წლის ბოლომდე, თუმცა რატომ არის ასეთი გრძელვადიანი ვაქცინაზე დაკვირვება, არ კონკრეტდება.

დღის ამბები