17 ოქტომბერი 2021,   16:45
ვრცლად
"მტკიცე სული 2021"-ში მონაწილეობა გაერთიანებული სამეფოს მხრიდან საქართველოს NATO-ში გაწევრიანების გზაზე მხარდაჭერის კიდევ ერთი დასტურია - ბრიტანეთის საელჩო

საქართველოში ბრიტანეთის საელჩო მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებაში "მტკიცე სული 2021" მონაწილეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

საელჩოს ცნობით, სწავლებაში ბრიტანეთის კონტინგენტი წარმოდგენილია სპეციალიზებული ქვეითთა ბრიგადის სახით.

"გაერთიანებული სამეფო, მოხარულია მონაწილეობა მიიღოს მრავალერვნულ სამხედრო სწავლება, "მტკიცე სული 2021-ში", რომელსაც საქართველოს სამხედრო ძალები მასპინძლობს. სწავლებაში მონაწილეობას იღებს 4000 სამხედრო მოსამსახურე, ნატოს 15 პარტნიორი და წევრი ქვეყნიდან.

ბრიტანეთის კონტინგენტი წარმოდგენილია სპეციალიზებული ქვეითთა ბრიგადის სახით, რომლებიც სწავლებას ქართველ, ამერიკელ, რუმინელ და პოლონელ სამხედროებთან ერთად ჩაატარებენ. წვრთნები საშუალებას მისცემს სახელმწიფოებს, შეამოწმონ მზაობა და ურთიერთთავსებადობა, სხვადასხვა რეალურ სიტუაციებში. სწავლებაში მონაწილეობა, გაერთიანებული სამეფოს მხრიდან კიდევ ერთი დასტურია მტკიცე და ხანგრძლივი მხარდაჭერისა, როგორც საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე, ისე რეგიონში უსაფრთხოების შენარჩუნების კუთხით," - ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში.

დღის ამბები