17 ოქტომბერი 2021,   15:53
ვრცლად
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოშია

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოშია. მან თბილისის საერთაშორისო აეროპორტი უკომენტაროდ დატოვა.

ვისთან გამართავს შეხვედრებს ევროდეპუტატი ამ დროისთვის უცნობია. საქართველოში ჩამოსვლამდე ვიოლა ფონ კრამონმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ქართული ოცნების მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებულად გამოცხადებას ეხმიანება.

"სამართლიანი რომ ვიყო, ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას "ნაციონალურ მოძრაობას" მცდელობაც არ ჰქონია, ხელი მოეწერა ევროკავშირთან შეთანხმებას. ასე რომ, ორივე მხარე თავისი მოქალაქეების ხარჯზე საშინელ პოლიტიკურ თამაშს თამაშობს. ეს ყველაფერი სიტუაციას საერთოდ არ უწყობს ხელს," - წერს ევროდეპუტატი სოციალურ ქსელში.

ვიოლა ფონ კრამონი თბილისში კიევიდან ჩამოფრინდა.

დღის ამბები