25 სექტემბერი 2021,   16:20
ვრცლად
გაზრდილი მობილობა და საწოლფონდში მოსალოდნელი პრობლემები - რესპუბლიკურმა საავადმყოფომ პედიატრიული პაციენტების მიღება დაიწყო

ზაფხულის სეზონი და მაღალი მობილობა - გაიზრდება, თუ არა ქვეყანაში დაინფიცირებულთა რიცხვი? ეპიდემიოლოგები არსებულ რისკებზე საუბრობენ. მედიკოსების განმარტებით, არაა გამორიცხული, რომ ქვეყანაში საწოლფონდთან დაკავშირებული პრობლემები შეიქმნას.

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების შეფასებით, სრული ჩაკეტვა გამოსავალი არაა. მათი თქმით, კორონავირუსს წერტილოვანი შეზღუდვებით, რეკომენდაციების დაცვითა და ინტენსიური ვაქცინაციით უნდა ვებრძოლოთ.

"შეზღუდვები, განსაკუთრებით ზაფხული პერიოდში საკმაოდ არაპოპულარული ნაბიჯია, ამიტომ დიდი ალბათობით, სახელმწიფო ეცდება ეს თავიდან აირიდოს. უნდ დავიცვათ რეკომენდაციები იმისათვის, რომ დავიცვათ, არამხოლოდ საკუთარი თავი, არამედ ჩვენ შვილების თაობა,"- აცხადებს ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა.

რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის განცხადებით, ჯანდაცვის სისტემა ნამდვილად მობილიზებულია და საწოლფონდი არის იმ რაოდენობის, რაც ქვეყნისათვის საჭიროა.

ასევე, როგორც მან აღნიშნა, რესპუბლიკურმა საავადმყოფომ პედიატრიული პაციენტების მიღება უკვე დაიწყო. 

"ქვეყანაში უკვე დელტა შტამი ცირკულირებს, დაახლოებით 50% სწორედ ამ შტამზე მოდის. რესპუბლიკურ საავადმყოფოს ამ ეტაპზე დაემატა პედიატრიული საწოლფონდი და უკვე დავიწყეთ პედიატრიული პაციენტების მიღება. ჯანდაცვის სისტემა ნამდვილად მობილიზებულია, არის მცირედი დაძაბულობა, თუმცა საწოლფონდი არის იმ რაოდენობის, რაც ქვეყნისათვის საჭიროა," - აღნიშნავს რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი ნოდარ ჩიმაკაძე.

დღის ამბები