12 აგვისტო 2022,   06:27
ვრცლად
"ტკბილი ნარკოტიკი" - პარაგვაიში შაქრის შეფუთვებში 3 ტონა კოკაინს მიაგნეს 

3 ტონაზე მეტი კოკაინი ამოიღეს სამართალდამცველებმა პარაგვაიში. ნარკოტიკული საშუალება ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილ შაქრის შეფუთვებში იყო გადანაწილებული.

პოლიციის განცხადებით, შაქრის საწყობში არსებული კოკაინის შეკვრების გადატანა პორტში იგეგმებოდა, თუმცა უცნობია, რომელ ქვეყანაში უნდა გაგზავნილიყო ნარკოტიკული საშუალებები.

დღის ამბები