25 სექტემბერი 2021,   17:26
ვრცლად
ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა ბექაურს ბინა აჩუქეს

 SEU დეველოპმენტი-ს და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს ერთობლივი საჩუქარი ლაშა ბექაურს - ოლიმპიურ ჩემპიონს, სეუ-ს რექტორმა, გია კავთელაშვილმა ბინა აჩუქა.

"სეუ-ს რექტორის, ბატონი გია კავთელიშვილის გადაწყვეტილებით, SEU-ს სტუდენტს და ახლა უკვე ოლიმპიურ ჩემპიონს, ლაშა ბექაურს საჩუქრად გადასცემს "სეუ დეველოპმენტის" დასრულებულ კომპლექსში საბურთალოზე, პოლიტკოვსკაიას (ჯიქიას) ქუჩაზე, 100 კვ.მ. ბინას.

დიდი მადლობა ლაშას თავდადებული ბრძოლისთვის!

ვამაყობთ და გვიხარია, რომ ის ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტია," - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც "სეუ" "ფეისბუკ" გვერდზე აქვეყნებს.

დღის ამბები