25 მაისი 2022,   10:36
ვრცლად
ოფიციალური ბაქო სომხეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს

ოფიციალური ბაქო სომხეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს - ინფორმაციას აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. განცხადების მიხედვით, სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა ქალბაჯარის რაიონის მიმართულებით აზერბაიჯანელებს ცეცხლი გაუხსნეს.

როგორც აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში წერენ, მათი მხრიდანაც იყო საპასუხო ცეცხლი. ანალოგიური ბრალდებებით პასუხობს სომხეთს აზერბაიჯანი. სომხური მედიის ცნობით, აზერბაიჯანის მხრიდან სროლის დროს 1 სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა.

დღის ამბები