25 სექტემბერი 2021,   17:20
ვრცლად
ბათუმის ორ დიდ სავაჭრო ცენტრში ამცრელი ბრიგადები დაემატა

იმუნიზაციის პროცესი აჭარაში აქტიურად მიმდინარეობს - ბათუმში, ორ დიდ სავაჭრო ცენტრში, "ბათუმი მოლსა" და "მეტრო სითი"-ში ამცრელი ბრიგადები დაემატა. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, მარინა ზამბახიძე მოქალაქეებს ყოველგვარი წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეეძლებათ ვაქცინაციის ჩატარება. მას პროცესის კიდევ უფრო გააქტიურების მოლოდინი აქვს.

"დაემატა ორ დიდ სავაჭრო ცენტრში ვაქცინაციის ბრიგადები. ყოველგვარი წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, ჯავშნის გარეშე საშუალება რომ აიცრან მოქალაქეები. ჩემი აზრით, კიდევ უფრო გააქტიურდება ეს პროცესი და დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგ შედეგს გამოიღებს. საჭიროების შემთხვევაში, თუკი უფრო მეტი მოთხოვნა იქნება ვაქცინაციის მოლებში, ამ შემთხვევაში დაემატება ბრიგადებიც," - აცხადებს მარინა ზამბახიძე.

 ​

დღის ამბები