25 სექტემბერი 2021,   15:25
ვრცლად
რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ ბავშვები პანდემიის პირობებში - IDFI-ის კვლევა 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა, ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით, კვლევის "განათლების სექტორის მიმოხილვა COVID-19 პანდემიის პირობებში" პრეზენტაცია გამართა.

პრეზენტაციის ფარგლებში წარმოდგენილი იყი კვლევის ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები. დისკუსიის ფარგლებში აგრეთვე იმსჯელეს განათლების სექტორზე პანდემიის გავლენასა და სასწავლო დაწესებულებებზე.

IDFI-ის პროგრამების დირექტორი ლევან ავალიშვილი აცხადებს, რომ პანდემიის პირობებში უამრავი ბავშვი დარჩა სასწავლო მასალის გარეშე. 

"ბავშვებს აქვთ სერიოზული გამოწვევა, პანდემიის პირობებში უამრავი ბავშვი დარჩა სასწავლო მასალის გარეშე. ამაზე დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს მსჯელობა. განსაკუთრებული უთანასწორობაა რეგიონებში, მოვუწოდებთ პარლამენტს ამაზე სასწრაფოდ დაიწყოს მსჯელობა,"- აცხადებს ლევან ავალიშვილი.

დღის ამბები