25 სექტემბერი 2021,   16:09
ვრცლად
არქიმანდრიტი იოაკიმე ასათიანი კორონავირუსით გარდაიცვალა

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, კორონავირუსით არქიმანდრიტი იოაკიმე ასათიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია "რუსთავი 2-ს" თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ დაუდასტურა. 

როგორც მან აღნიშნა, არქიმანდრიტი კლინიკაში მძიმე გართულებებით შეიყვანეს და მას კორონავირუსის საკმაოდ მძიმე ფორმა ჰქონდა. იოაკიმე ასათიანი რეანიმაციაში, დღეს დილით გარდაიცვალა. ის 92 წლის იყო. 

დღის ამბები