25 სექტემბერი 2021,   15:40
ვრცლად
ჩოხატაურის მერიის მაღალჩინოსანი "ქართული ოცნებიდან" გიორგი გახარიას პარტიაში გადავიდა

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსმა გოგი ბოლქვაძემ პარტია "ქართული ოცნება" დატოვა და გიორგი გახარიას პარტიას "საქართველოსთვის" შეუერთდა.

გადაწყვეტილების შესახებ ბოლქვაძემ განცხადება დღეს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. მმართველი პარტიიდან წასვლის მიზეზად, "ქართული ოცნების" უკვე ყოფილი წევრი აცხადებს, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ სწორ კურსს გადაუხვია და იმ გზას დაადგა, რომლის წინააღმდეგაც წლების წინ პარტია თავად იბრძოდა.

კითხვაზე, იქნება თუ არა გახარიას პარტიის მერობის კანდიდატი ჩოხატაურში, პასუხისგან ბოლქვაძემ თავი შეიკავა.

გოგი ბოლქვაძე პარტია "ქართული ოცნების" წევრი და აქტიური მხარდამჭერი 2012 წლიდან იყო. ბოლო ხუთი წელის განმავლობაში, ის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიაში არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურს ხელმძღვანელობდა.

პარტია “ქართულ ოცნების" ჩოხატაურის ოფისში ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთეს.

დღის ამბები