30 ნოემბერი 2021,   11:04
ვრცლად
პირველი გამოხმაურება "ოცნების" მიერ ანულირებულ დოკუმენტზე - რა მოწოდებას აკეთებს შარლ მიშელი  

შარლ მიშელის პირველი გამოხმაურება მას შემდეგ, რაც "ქართულმა ოცნებამ" მისი შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.  ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მოუწოდებს ყველა მხარეს, პირველ რიგში მოქალაქეთა ინტერესები დააყენონ. 

მიშელი აღნიშნავს, რომ ის უკვე შეხვდა გუშინ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, სადაც პოლიტიკური სიტუაცია და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები განიხილეს. 

"ჩემთვის ცნობილია 19 აპრილის შეთანხმებასთან დაკავშირებით ქართული ოცნების გადაწყვეტილების შესახებ. ეს შეთანხმება განაგრძობს ევროპულ გზას საქართველოში უფრო ძლიერი დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მშენებლობისკენ, ქართველი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით.

მე  ასევე ყურადღება გავამახვილე ნაციონალური მოძრაობის მიერ ხელშეკრულებაზე ხელის არ მოწერასთან დაკავშირებით,

მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეთანხმება არის საუკეთესო გზა რეფორმის განსახორციელებლად, რაც გააძლიერებს საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს და ხელს შეუწყობს კეთილდღეობის, სამუშაო ადგილების ზრდას. ეს ყველაფერი საჭიროა საქართველოს მოქალაქეებისთვის.

ვერ ვხედავ ალტერნატივას სიღრმისეული საარჩევნო და სასამართლო რეფორმების გასაგრძელებლად და თავისუფალი და სამართლიანი ადგილობრივი არჩევნების ჩასატარებლად.

მე მოვუწოდებ ყველა მხარეს, წინ დააყენონ დააყენონ მოქალაქეთა ინტერესები, მიიღონ მონაწილეობა საქართველოს პოლიტიკური დისკურსის განვითარებაში ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების ფარგლებში.

კონსულტაციები საქართველოში რიგ პოლიტიკურ აქტორებთან იწყება. გუშინ შევხვდი პრეზიდენტ ზურაბიშვილს და განვიხილეთ სიტუაცია და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები.“- წერს შარლ მიშელი სოციალურ ქსელში. 

შეგახსენებთ, მმართველმა პარტიამ შარლ მიშელის შეთანხმება გაუქმებულად ხელმოწერიდან მეასე დღეს, გუშინ გამოაცხადა.

 
დღის ამბები