18 სექტემბერი 2021,   20:16
ვრცლად
ოპოზიციის მიზანი გაქცევა არ უნდა იყოს - იაგო ხვიჩია

"ქართული ოცნების" მიერ, შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირების შემდეგ, ოპოზიციაში კონსულტაციები მიმდინარეობს. "გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია თვლის, რომ ოპოზიციამ ამ მდგომარეობაში, არათუ პარლამენტი უნდა დატოვოს, არამედ პირიქით, ყველა წუთი უნდა გამოიყენოს საკანონმდებლო ორგანოში იმისათვის, რომ "ქართული ოცნება" ამხილოს". 

"ყველა უნდა შემოვიდეს პარლამენტში და თითოეული წუთი უნდა გამოიყენონ "ქართული ოცნების" სამხილებლად". ასეთ რეალობაში მაინც მოუწევს "ქართულ ოცნებას" საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა, თუ 43% ვერ აიღო, ეს უნდა იყოს ოპოზიციის მიზანი და არა გაქცევა," - აცხადებს პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია. 

ცნობისთვის, გუშინ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე "ქართული ოცნებამ" შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა. პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა, რადგან მასზე ამ დრომდე არ იყო ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ხელმოწერა.

დღის ამბები