28 სექტემბერი 2021,   23:29
ვრცლად
მეხანძრე-მაშველები სწრაფ წყლებში სამაშველო ოპერაციების სწავლებაში მონაწილეობენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის თანამშრომლობის ოფისთან თანამშრომლობის ფარგლებში, სწრაფ წყლებში სამაშველო ოპერაციების სწავლებაში მონაწილეობენ.

ბორჯომის მუნიციპალიტეტში სწავლებაში სულ 30 მეხანძრე-მაშველი, მათ შორის 2 გოგო მაშველი, ორ ჯგუფად მონაწილეობს.

ამერიკელი ინსტრუქტორები ორი კვირის განმავლობაში, წყალზე სამაშველო ჯგუფის წევრებს სპეციალურ პრაქტიკულ კურსს ჩაუტარებენ.

დღის ამბები