29 სექტემბერი 2021,   00:04
ვრცლად
თინა ბოკუჩავას განცხადებით, ენმ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის საკითხს განიხილავს

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, პარტია შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის საკითხს განიხილავს.

"დოკუმენტის ხელმოწერასთან დაკავშირებით ვიმსჯელებთ.

პირადი პოზიციის დაფიქსირებისგან თავს შევიკავებ. მინდა გითხრათ, რომ მაშინ, როდესაც შედგა აღნიშნულ საკითხზე კენჭისყრა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურ საბჭოში, მე ვიყავი ერთადერთი, რომელმაც თქვა, რომ შესვლასთან ერთად ხელმოწერის გადაწყვეტილებაც უნდა მიგვეღო, თუმცა მოგეხსენებათ, რომ გადაწყვეტილებები პარტიაში მიიღება უმრავლესობით," - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

"ნაციონალურ მოძრაობაში" ამ წუთებში კონსულტაციები მიმდინარეობს. მას შემდეგ, რაც ნიკა მელიამ საპარლამენტო მანდატი დატოვა, ცნობილი უნდა გახდეს, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ პარტიის სხვა წევრები. განხილვის საკითხია მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერაც.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმზე გადავიდა თამარ კორძაია. 

დღის ამბები