27 ნოემბერი 2021,   10:10
ვრცლად
ანულირებული შეთანხმება და გაბრაზებული დიპლომატები - შარლ მიშელი პოლიტიკურ მხარეებთან კონსულტაციებს იწყებს

ამერიკის შეერთებული შტატები გაბრაზებულია პარტია "ქართული ოცნების" ცალმხრივი გადაწყვეტილებით - კრიტიკული განცხადებით ამერიკის დიპლომატიური მისია 19 აპრილის შეთანხმების ანულირებას გამოეხმაურა.

საელჩო ღია ტექსტით ამბობს, რომ ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებებზე პასუხი ყველა ხელმომწერმა უნდა აიღოს და ვალდებულებები კეთილსინდისიერად შეასრულოს.

მმართველი გუნდისა და ოპოზიციის კრიტიკა ისმოდა სენატორების განცხადებებშიც -7-მა სენატორმა ერთობლივ გზავნილში პირდაპირ განაცხადა - გულდასაწყვეტი იყო, რომ ყველა არჩეულმა პარტიამ შეთანხმებას ხელი არ მოაწერა ან კეთილსინდისიერად არ შეასრულა შეთანხმება.

დოკუმენტის სულისჩამდგმელი და მთავარი შემოქმედი კი დანებებას არ აპირებს. შარლ მიშელი პოლიტიკურ მხარეებთან კონსულტაციებს იწყებს და მიიჩნევს, რომ 19 აპრილის შეთანხმება უალტერნატივოა. მმართველი გუნდი კი პარტნიორების კრიტიკას დიპლომატიურად პასუხობს და შეახსენებს რომ "ქართული ოცნება" მთავარი ოპოზიციური პარტიიდან დოკუმენტზე ხელმოწერას 100 დღე ელოდა.

დღის ამბები